წესები და პირობები


ძალაშია: 2017 წლის 30 ნოემბრიდან
მომსახურების მოცემული პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და კომპანია “SPECSELLER“-ს შორის.
სპეცსელერი უზრუნველყოფს თქვენს მიერ საიტის მომსახურებით, სასწავლო პროგრამებით და სხვადასხვა მასალებით სარგებლობას.
მომსახურებაში იგულისხმება საიტზე გამოქვეყნებულ პოსტებთან, სასწავლო პროგრამებთან და სხვადასხვა მასალებთან წვდომა.
საიტის სარგებლობით თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ მოცემულ პირობებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ საიტით არ ისარგებლოთ.
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ მოცემული პირობები. პირობების ცვლილების ძალაში შესვლამდე საიტზე (spec.ge) გამოქვეყნდება შესაბამისი განცხადება პოსტის სახით. საიტით სარგებლობის გაგძელების შემთხვევაში თქვენ ავტომატურად დაეთანხმებით ახალ პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება.
ჩვენ გაწვდით რჩევებს და არ ვაგებთ პასუხს მათი გამოყენების შედეგებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ იღებთ საკუთარ თავზე რისკებს.
არავის არ აქვს უფლება გამოიყენოს ჩვენი საიტზე გამოქვეყნებული მასალები ან/და ბრენდის ვიზუალური ელემენტები ჩვენს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე.
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავამკაცროთ ან შევწყვიტოთ საიტზე წვდომა, გაფრთხილების გარეშე.
ჩვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ გვაწვდით თქვენს პირად მონაცემებს, რითაც ავტომატურად თანხმობას აცხადეთ მათ გამოყენებაზე, ინფორმაციის მოწოდების მიზნით.